Belive

ბექაური, სულამანიძე, თუშიშვილი - საქართველოს ლიდერები გამოაკლდნენ

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

2-3 დეკემბერს, ტოკიოს გრანდ სლემი გაიმართება, სადაც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები დიდი დანაკლისით იასპარეზებს. IJF-ის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული განაცხადის თანახმად, ტატო გრიგალაშვილის (81 კგ.) შემდეგ, ნაკრებს ლაშა ბექაური (90 კგ.), ილია სულამანიძე (100 კგ.) და გურამ თუშიშვილიც (+100 კგ.) გამოაკლდნენ.

ასევე ცნობილია, იმ ძიუდოისტების ვინაობა, რომლებიც სულამანიძისა და თუშიშვილის ნაცვლად იასპარეზებენ. 100 კგ-ში გიორგი ბერიაშვილი, ხოლო +100 კგ-ში ლევან მატიაშვილი გამოვლენ. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ტოკიოს გრანდ სლემზე 16 სპორტსმენით იქნება წარდგენილი - 13 კაცი, 3 ქალი.

სხვა სტატიები