Belive

ESPN-ის ვერსიით გიორგი მამარდაშვილი ევრო 2024-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ESPN-მა ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა.

სიმბოლურ გუნდში მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, რომელსაც ევრო 2024-ზე ყველაზე მეტი, 29 სეივი ჰქონდა.

თერთმეტეულში ყველაზე მეტი, 3 ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრებიდანაა.

ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო გუნდი ESPN-ის ვერსიით ასე გამოიყურება:

მეკარე - გიორგი მამარდაშვილი

მცველები - მენდეში, ბიოლი, რუდიგერი, კუნდე

ნახევარმცველები - როდრი, გიულერი, რეინდერსი

თავდამსხმელები - ნიკო უილიამსი, იამალი, ფიულკრუგი

სხვა სტატიები