Belive

ესპანური მედია: "ვალენსიას მამარდაშვილის გაყიდვა გადაწყვეტილი აქვს"

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ესპანური მედია საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მომავლის შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ 23 წლის ქართველი 2024 წელს გუნდს შეიცვლის.

elgoldigital-ი მიიჩნევს, რომ ახლა შესანიშნავი დროა გიორგი მამარდაშვილის სხვა გუნდში გადასასვლელად, რადგან ის ძალიან მაღალი დონის ფეხბურთს აჩვენებს და მისი მისამართით ინტერესი დიდია.

იმ შემთხვევაში, თუ ტრანსფერი მართლაც შედგება და ქართველი ფეხბურთელი ვალენსიელთა კარს აღარ დაიცავს, გუნდის ხელმძღვანელობას მისი პოტენციური შემცვლელების სიაც მოძიებული აქვს.

კერძოდ, მამარდაშვილის ნაცვლად "ვალენსიას" რამდენიმე მეკარე უკვე მონიშნული ჰყავს, მათ შორის ერთ-ერთი კი ლონდონის "ჩელსისთან" კონტრაქტის მქონე და იჯარის წესით მადრიდის "რეალში" მოთამაშე ესპანელი გოლკიპერი, კეპა არისაბალაგაა.

სწორედ "ჩელსი" გახლავთ ის გუნდი, რომელსაც აღნიშნული მედია საშუალების მიხედვით, მამარდაშვილის დამატების საუკეთესო შანსი აქვს. შესაბამისად, მეკარეთა გზების გადაკვეთამ დიდი შანსია, რომ ტრანსფერის ალბათობა უფრო რეალური გახადოს.

2023/24 წლების სეზონში, გიორგი მამარდაშვილს, "ვალენსიას" მაისურით 19 მატჩი აქვს ჩატარებული და 23 გოლი გაშვებული.

სხვა სტატიები