Belive

თბილისი უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე განაცხადს შეიტანს

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

2028 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალს შესაძლოა საქართველომ, კერძოდ კი თბილისმა უმასპინძლოს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე გაავრცელა.

პრემიერ მინისტრის განცხადებით, თბილისში, ახალი სტადიონი აშენდება, რომელიც ბრიტანული სტილის იქნება (სარბენი ბილიკების გარეშე) და სპორტსმენებსა და გულშემატკივარს შორის უფრო მეტი სიახლოვე შეიქმნება. სტადიონი რაგბისა და ფეხბურთის მატჩებს მოემსახურება.

რაც შეეხება ტევადობას, ახალი არენა 70 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. ახალი სტადიონი უეფას ჩემპიონთა ლიგის 2028 წლის ფინალზე განაცხადს შეიტანს. სავარაუდოდ, სტადიონის ლოკაცია თბილისში დაგეგმილი ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია იქნება.

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლების სეზონის ფინალი ლონდონში, "უემბლის" სტადიონზე გაიმართება, შემდეგ წელს კი ახალი ფორმატით გასამართი ტურნირის ფინალური გათამაშება მიუნხენში, "ალიანს არენაზე" შედგება.

სხვა სტატიები