Belive

ესპანური მედია წიტაიშვილზე: "მაღალ დონეს აჩვენებს, ახალ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესოა"

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების გარემარბი, გიორგი წიტაიშვილი ესპანეთის ლა ლიგა 2-ის წარმომადგენელ, "გრანადაში" გამოსვლას წარმატებულად იწყებს.

ქართველი ფეხბურთელის გუნდმა მეორე ტურში, სეზონში სადებიუტო გამარჯვების მოპოვება მოახერხა და სტუმრად, "რასინგ ფეროლთან" (1:0) იმარჯვა.

მატჩის შემდეგ 23 წლის ქართველი ფლანგელის მორიგ კარგ თამაშს ანდალუსიური მედია საშუალებები გამოეხმაურნენ.

granadahoy: "ქართველი ამ მატჩში მარჯვენა ფლანგზე გახლდათ და კარგი ფეხბურთელისთვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევები გამოავლინა. ის ამ სეზონში თავისი გუნდისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს"

granadaenjuego: "ალბასეტესთან" მატჩში ნაჩვენები თამაში მოჩვენებითი არ ყოფილა. ეს გიორგი წიტაიშვილმა "ფეროლთან" შეხვედრაში აჩვენა. ბურთთან ერთად ძალიან აქტიური, მკვეთრი და სახიფათო ყოველ ჯერზე, როცა შეტევაში მიდის და მეტოქის ნახევარს აბიჯებს. წლევანდელ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი".

გიორგი წიტაიშვილმა და ანდალუსიურმა გუნდმა ახალ სეზონში საწყისი 3 ქულა მოიპოვეს, მომდევნო მატჩს კი 30 აგვისტოს, "უესკასთან" გამართავენ.

სხვა სტატიები