Belive

"ეს მისი შანსია - ბუდუ ზივზივაძეს მეტი სათამაშო დრო უნდა მიეცეს" - გერმანული მედია ქართველ ფორვარდზე საუბრობს

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

გერმანული მედია საშუალება liga-zwei.de-ი საქართველოს ნაკრებისა და "კარლსრუეს" თავდამსხმელის, ბუდუ ზივზივაძის შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს. კონკრეტულად, სტატიაში განხილულია ქართველი თავდამსხმელის მიერ ნორვეგიის ნაკრების კარში გატანილი შესანიშნავი გოლი და ნათქვამია, რომ გერმანელთა ფორვარდის, ლარს შტინდლის ტრავმა მას სათამაშო დროის გაზრდის შესაძლებლობას აძლევს.

 

"ლარს შტინდლმა ხელი მოიტეხა და ოპერაცია გაიკეთა, რაც რა თქმა უნდა, გუნდს "კაიზერსლაუტერნთან" დერბის წინ იდეალურ მდგომარეობაში არ აყენებს, მაგრამ სხვა თავდამსხმელი, ბუდუ ზივზივაძისთვის დამატებით შესაძლებლობას ხსნის. თანაც, მას ამ გუნდთან კარგი მოგონებები აკავშირებს (ბუდუმ სადებიუტო გოლი სწორედ "კაიზერსლაუტერნს" გაუტანა).

ცენტრალურმა თავდამსხმელმა, რომელიც გუნდში უნგრული "ფეჰერვარიდან" ამ წლის ზამთარში ჩამოვიდა, თავისი პირველი გოლი 21 მაისს, სწორედ "კაიზერშლაუტერნს" გაუტანა და გუნდს - 2:0 გამარჯვებაში დაეხმარა.

ამ მნიშვნელოვან მატჩს ბუდუ ზივზივაძე თავდაჯერებული ხვდება, რადგანაც მან, მართალია ორი სანაკრებო მატჩი წააგო, მაგრამ ნორვეგიასთან შეხვედრაში შესანიშნავი გოლი გაიტანა.

29 წლის ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ პირველ ტურში იყო, შემდეგ კი სამჯერ სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო საქმეში. მან თავისი ჯოკერის თვისებები "ჰამბურგთან" მატჩშიც გამოავლინა, როცა 95-ე წუთზე ანგარიშის გამათანაბრებელი გოლის გატანა მოახერხა. შტინდლის არყოფნის დროს, ბუდუ ზივზივაძეს მომდევნო რამდენიმე კვირაში შესაძლოა მეტი სათამაშო დრო მიეცეს", - წერს გერმანული მედია.

ბუდუ ზივზივაძის გუნდი 5 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ დაგროვებული 7 ქულით მე-10 პოზიციას იკავებს, "კაიზერსლაუტერნს" კი 16 სექტემბერს, საშინაო კედლებში დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები