Belive

შტურმის მწვრთნელი: "ოთარ კიტეიშვილი ვარჯიშობს"

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში, გრაცის "შტურმი" პოლონეთის მოქმედ ჩემპიონ "რაკუვს" უმასპინძლებს.

აღნიშნული მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ავსტრიული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფერ ილცერმა ტრავმირებული ფეხბურთელების, მათ შორის ოთარ კიტეიშვილის შესახებ ისაუბრა.

"ევროპულ ფეხბურთში ზამთარში თამაში შესანიშნავი შესაძლებლობაა. ეს მთლიანად "შტურმისთვის" წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ოთარ კიტეიშვილს ქრონიკული ტრავმა აწუხებს, მაგრამ ის გუნდთან ერთად მაინც ვარჯიშობს", - თქვა კრისტოფერ ილცერმა.

ავსტრიული მედია აქვე იმასაც დასძენს, რომ დიდი ალბათობით ქართველ ფეხბურთელს პოლონელებთან მატჩში სულ მცირე სათადარიგოთა სკამზე უნდა ველოდოთ.

საქართველოს ნაკრებისა და გრაცის "შტურმის" 27 წლის შემტევ ნახევარმცველს ყველა ტურნირზე ჩატარებულ 16 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი და 6 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები