Belive

ერთი ნაბიჯი გაოფიციალურებამდე | გიორგი ქოჩორაშვილი მადრიდულ გუნდს უახლოვდება

8 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი, უდიდესი ალბათობით კარიერას ესპანეთის ლა ლიგაში გააგრძელებს.

პოპულარული ესპანური მედია საშუალებები, მათ შორის marca წერს, რომ 26 წლის ქართველი ფეხბურთელი ესპანეთის ჩემპიონატში დაბრუნდება.

რამდენიმე დასახელებულ კანდიდატს შორის ყველაზე აქტიურად ამ ეტაპზე უკე მადრიდული ხეტაფე სახელდება.

"ხეტაფემ ქართველი ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი დაიმატა. ფეხბურთელი სპორტინგიდან გადავიდა და უკვე ხეტაფეში იმყოფება, სადაც ამ ხუთშაბათს კლუბის ინფრასტრუქტურას და თანაგუნდელებს გაეცნო.

ფეხბურთელი, პრინციპში, იჯარით მივა, დაახლოებით ხუთი მილიონის ოდენობის გამოსყიდვის უფლებით. ამით ის გააძლიერებს ცენტრს, პოზიციას, რომელიც ლუის მილიასა და მაურო არამბარის წასვლის, ასევე იმ მოთამაშეების შესაძლო გადაბარგების ფონზე, რომლებსაც ნაკლები სათამაშო დრო აქვთ, ყველაზე მეტ შევსებას საჭიროებს.

ამ დრომდე ერთადერთი ცენტრალური ნახევარმცველები იყვნენ მარიო მარტინი, ხავი მუნიოსი და ნეიუ, თუმცა ბორდალასი ბოლო ორზე, განსაკუთრებით კი კამერუნელზე, გათვლებს არ აკეთებს. ჯენე დაკონამი ამ პოზიციაზე კიდევ ერთ ალტერნატივად განიხილება.

უახლოეს საათებში მოსალოდნელია, რომ ხეტაფე გამოაცხადებს მის ტრანსფერს და ის ბორდალასის განკარგულებაში მყოფი გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდება", - წერს marca.

გიორგი ქოჩორაშვილმა ლისაბონის სპორტინგში გასული სეზონი გაატარა და 26 მატჩში მონაწილეობის შესაძლებლობა მიიღო, რა დროშიც 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

ხოსე ბორდალასის გაწვრთნილმა გუნდმა ლა ლიგაში ერთ-ერთი ისტორიული სეზონი ჩაატარა და მეშვიდე ადგილის დაკავებით კონფერენს ლიგის საგზური გაინაღდა.

ხოსე ბორდალასს ქართველ ფეხბურთელთან მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს. 2021 წელს, ვალენსიაში, გიორგი მამარდაშვილის მთავარ გუნდში დაწინაურება სწორედ გამოცდილი ესპანელი სპეციალისტის დროს მოხდა.

სხვა სტატიები