Belive

ეროვნული ლიგის რეკორდი: სამტრედიამ შუქურა - 9:0 დაამარცხა

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის 2023 წლის სეზონის 34-ე ტურში სარეკორდო შედეგი დაფიქსირდა.

კონკრეტულად, "სამტრედიამ" ქობულეთის "შუქურას" 9 უპასუხო გოლი გაუტანა და ამით 10-გუნდიანი ჩემპიონატის არსებობის ისტორიაში რეკორდი დაამყარა.

საქმე ისაა, რომ 2017 წლიდან, რაც ეროვნული ლიგა ახალი ფორმატით ტარდება, ამაზე დიდი სხვაობა გუნდებს შორის არ დაფიქსირებულა.

საინტერესოა ის გარემოებაც, რომ აქამდე - 0:8 ანგარიშით თავად "სამტრედიას" ჰქონდა წაგებული. მაშინ გამარჯვებული კიდევ ერთი იმერული გუნდი - ქუთაისის "ტორპედო" გახდა.

ქობულეთის "შუქურას" 34 ტურის შემდეგ 11 ქულა აქვს დაგროვებული, მეათე პოზიციას იკავებს და ოფიციალურად ეროვნულ ლიგა 2-შია დაქვეითებული, რაც შეეხება "სამტრედიას" მათი მონაგარი 33 ქულა და მერვე საფეხურია - იმერლები ჩემპიონატში დასარჩენად იბრძვიან და გასავარდნი ზონის სათავეში მყოფ "თელავს" ქულათა მინიმალური სხვაობით ჩამორჩებიან.

სხვა სტატიები