ტრანსფერი: დინამო ბათუმმა ბოსნიელი ლეგიონერი დაიმატა
3 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ექს-ჩემპიონმა, დინამო ბათუმმა ტრანსფერი განახორციელა და ბოსნიელი ნახევარმცველი დაიმატა.
ამარ ბეგიჩი საქართველოს ჩემპიონატისთვის უცხო მოთამაშე არ არის, მას 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის თებერვლამდე თელავში აქვს ნათამაშები.
დინამო ბათუმში გადაბარგებამდე, 25 წლის ფეხბურთელი თურქეთის მეორე ლიგის წარმომადგენელ სანლიუფასპორში თამაშობდა.
დინამო ბათუმს ეროვნულ ლიგაში 20 ტურის შემდეგ 33 ქულით მეოთხე პოზიცია უკავია.