Belive

ეროვნული ლიგა დაიწყო: მოქმედმა ჩემპიონმა დაბრუნებულ კოლხეთი 1913-ს მოუგო

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონი დაიწყო. ქვეყნის ჩემპიონატის რანგით ყველაზე მაღალი დივიზიონის გახსნითი შეხვედრა ბათუმში გაიმართა და აქ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ბათუმის "დინამო" ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ, ძველ გუნდს და წინა სეზონის შემდეგ ელიტაში დაბრუნებულ კოლხეთი 1913-ს" შეხვდა და - 1:0 მოუგო.

მატჩში ანდრეი დემჩენკოს გუნდმა ანგარიშის გახსნა მოახერხა. მე-11 წუთზე, გორის "დილადან" უკრაინელი სპეციალისტის ინიციატივით წამოყვანილმა ოთხიდან ერთ-ერთმა ფეხბურთელმა, სენეგალელმა ონორე გომისმა მეტოქის საჯარიმოში არსებული არეულობა გამოიყენა და თავური დარტყმით 2024 წლის სეზონში, ეროვნული ლიგის პირველი გოლი გაიტანა, რითაც თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.

შედეგად, ქვეყნის ორგზის ჩემპიონმა ახალ სეზონში პირველი 3 ქულა დააგროვა და ჩემპიონატს სათავეში ჩაუდგა. პირველი ტურის შემდეგი მატჩი უკვე დედაქალაქში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, 2 მარტს გაიმართება და მასში ერთმანეთს "იბერია 1999" ("საბურთალო", რომელმაც სახელი რამდენიმე დღის წინ შეიცვალა) და "თელავი" შეხვდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები