Belive

გიორგი აბუაშვილი: "ჩვენი ფეხბურთის თამაშს და ისტორიის დაწერას შევეცდებით"

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი აბუაშვილი, პორტუგალიის ახალგაზრდულ გუნდთან, უეფას ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში მატჩის წინ, კომენტარს აკეთებს.

"ვფიქრობ, მეორე ტაიმში უკეთ თამაში ჩვენი ხასიათის დამსახურებაა. თუ საწყის ტაიმში შეცდომებს ვუშვებთ, მეორე ნახევარში, მწვრთნელთან გასაუბრების შემდეგ, კიდევ უფრო მეტად მობილიზებული და მოტივირებულები გამოვდივართ. ვფიქრობ, მეორე ტაიმის უკეთ ჩატარების მიზეზები ხშირ შემთხვევაში ეს არის.

ამ მატჩებამდეც გვჯეროდა, რომ მაღალი დონის გუნდებთან კარგი თამაში შეგვიძლია. პორტუგალიის ნაკრებთანაც იგივეს გაკეთებას ვაპირებთ: ჩვენი ფეხბურთის ჩვენებას და ისტორიის დაწერას.

მენტალურად და ფიზიკურად დიდი ინტენსივობით მოკლე პერიოდში ჩასატარებელი მატჩებისთვის მზად ვართ, გვსურს მოედანზე გავიდეთ, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და წარმატებას მივაღწიოთ", - ამბობს გიორგი აბუაშვილი.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიის ახალგაზრდულ გუნდს 17 ივნისს, ტრენჩინში შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები