Belive

სილვინიო: "საქართველოს ნაკრები გასულ წლებში საგრძნობლად გაიზარდა"

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოსთან მატჩის წინ, ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სილვინიომ მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

"როგორც აქამდე ვთქვით, 2 წლის წინ ერთმანეთს შეხვდვდით. მაშინდელ და დღევანდელ ნაკრებებს შორის სხვაობა დიდია. ახლა რთულ მატჩს ველოდები.

მაქსიმალურად სწორად უნდა ვიმუშაოთ. წინ ძალიან დაძაბული 90 წუთი გველის, სადაც ორივე გუნდს ფიზიკურად მაქსიმალურად მზადყოფნა დასჭირდება.

რა თქმა უნდა, საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩს თვალი ვადევნე და ვიცი, რომ საქართველოს ნაკრებს საკმაოდ დიდი პროგრესი აქვს.

ეს ძალიან დაბალანსებული ჯგუფია და აქ დაძაბული კალენდარი გველის. რა თქმა უნდა, ამ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში, მოგებულ გუნდს მცირე უპირატესობა ექნება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სამი თვის განმავლობაში კიდევ 4 მატჩში უნდა მივიღოთ მონაწილეობა და ჯგუფში ისეთი ნაკრები არ არის, რომელსაც ყველა შეხვედრის დამაჯერებლად მოგება შეუძლია, ვერ ვიტყვი, რომ ამ შეხვედრით რაიმე გადაწყდება", - ამბობს ალბანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

საქართველოს ნაკრები ალბანეთს 10 სექტემბერს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები