ენრიკო ფედელე: "კვარას წვლილს ნეაპოლში სათანადოდ კარგად ვერ აფასებენ"
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
იტალიელი საფეხბურთო ჟურნალისტი და ექსპერტი, ენრიკო ფედელე, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ "ნაპოლის" წინაშე გაღებულ ღვაწლზე საუბრობს და ამბობს, რომ ნეაპოლში მას ყველა სათანადოდ ვერ აფასებს.
"კვარას ვიღაცები მოღალატედ აღიქვამენ, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ მან "ნაპოლის" სიკეთე გაუკეთა. კვარას როლს ყველა სათანადოდ კარგად ვერ აფასებს. გუნდის ფინანსური პრობლემები იქამდე მივიდა, რომ მათ 51 მილიონი ევროს დავალიანება ჰქონდათ. ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდს 75 მილიონი ევრო მოუტანა", - ამბობს ენრიკო ფედელე.
ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლიში" ორწელიწადნახევარი გაატარა, 107 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 30 გოლის გატანა და 29 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, გუნდს 32-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონატი ისტორიაში მესამედ მოაგებინა, "პსჟ-ს" კი მისი ტრანსფერი 75 მილიონი ევრო დაუჯდა.