Belive

ერთა ლიგა იწყება: ქალთა ნაკრები თებერვალში ორ მატჩს გამართავს

5 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ქალთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის მორიგ სეზონს დაიწყებს.

თებერვალში ჩვენი გუნდი ორ მატჩს გამართავს: 21-ში საშინაო კედლებში ანდორას მიიღებს, ხოლო 25 რიცხვში კვიპროსს ესტუმრება.

ირის ანტმანის გაწვრთნილ გუნდს 2025 წლის ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფში ანდორისა და კვიპროსის ნაკრებებთან ერთად, მალტასთან შეხვედრა მოუწევს.

ერთა ლიგის წინა გათამაშებაში საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე მეორე პოზიცია დაიკავა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში გავიდა, სადაც ირლანდიის ნაკრებმა აჯობა.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის საწყისი მატჩებისთვის სფფ-ის საწვრთნელი ცენტრის, ბასას მოედანზე ემზადება, საშინაო შეხვედრა კი თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე 21 თებერვალს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები