"იდეალური შესაძლებლობა" - as მამარდაშვილის შესახებ წერს
8 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
პოპულარული ესპანური მედია საშუალება as საქართველოს ნაკრების და ლივერპულის მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს.
"ალისონის ტრავმა გიორგი მამარდაშვილს ლივერპულის სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის საშუალებას აძლევს, სადაც გალათასარაის პირისპირ მერვედფინალის საწყისი მატჩი დიდ გამოწვევად იქცევა.
ფიზიკური პრობლემის გამო, ალისონი გალათასარაისთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ეს ტრავმა მამარდაშვილის სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნების შესაძლებლობას იძლევა. ქართველ ფეხბურთელს ლივერპულის მატჩში ხელთათმანები ნოემბრის შემდეგ აღარ მოურგია, რადგან ის, როგორც წესი, ბრაზილიელის სათადარიგო შემცვლელია.
30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ, ვალენსიადან გადაბარგებულ მეკარეს პრემიერ ლიგაში დადებითი გავლენის მოხდენა უჭირს. ალისონის კიდევ ერთმა ტრავმამ მას შანსი ოქტომბრის მიწურულს და ნოემბრის დასაწყისში მისცა, რაც ლივერპულის ყველაზე ცუდ შედეგებს დაემთხვა. ჩემპიონთა ლიგაზე მათი ორივე წაგება და ოთხმატჩიანი მარცხის სერია ინგლისურ ლიგაში ქართველის კარში დგომის დროს მოხდა. თუმცა, მამარდაშვილი ყოველთვის არის მეკარე, რომელსაც გამოწვევები ახარებს და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ეს საწყისი მატჩი იდეალური შესაძლებლობაა.
სტამბულში ვიზიტი სლოტის გუნდისთვის პოტენციური ხაფანგია, რადგან მათ ლიგის ფაზაზე ამ მეტოქესთან უკვე წააგეს.
არასტაბილური სეზონის ფონზე, ევროპული ფეხბურთი და აქ წარმატება ლივერპულისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია", - წერს as.
ლივერპული გალათასარაის 10 მარტს სტუმრად უნდა შეხვდეს. მატჩი თბილისის დროით 21:45 საათზე უნდა დაიწყოს.