Belive

ELIGA AWARDS 2023: წლის საუკეთესო ფეხბურთელი ჯოვინო გახდა

5 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

4 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ლიგის 2023 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა და სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოები დააჯილდოვა.

ეროვნული ლიგის 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ჯოვინო ფლამარიონმა მოიპოვა, რომელმაც გიორგი არაბიძეს და პაატა ღუდუშაურს აჯობა.

რაც შეეხება საუკეთესო მეკარეს, ამ ნომინაციაში გამარჯვებული "დინამო თბილისის" გოლკიპერი, გიორგი ლორია გახდა, საქართველოს ნაკრების მეკარემ ფილიპ კლიაიჩს და როინ კვასხვაძეს აჯობა.

საუკეთესო მცველის წოდება "დინამო ბათუმის" კაპიტანს, მამუკა კობახიძეს ერგო, რომელმაც ნიკოლოზ სანდოხაძე და ალექსანდრე კალანდაძე დაამარცხა.

საუკეთესო ნახევარმცველად გიორგი არაბიძე აღიარეს, ქუთაისის "ტორპედოს" შემტევის გარდა, სამეულში მერაბ გიგაური და გიორგი ზარია მოხვდნენ.

საუკეთესო თავდამსხმელის სტატუსი ჯოვინო ფლამარიონმა მოიპოვა, "დინამო ბათუმის" ბომბარდირმა დავით სხირტლაძეს და ზორან მარუშიჩს აჯობა.

სეზონის საუკეთესო ბომბარდირის წოდება ჯოვინო ფლამარიონმა, ზურაბ მუსელიანმა და ზორან მარუშიჩმა გაინაწილეს.

სეზონის საუკეთესო მწვრთნელის წოდება ანდრეი დემჩენკომ ჩაიბარა - "დინამო ბათუმის" თავკაცმა გიორგი მიქაძე და სტივ კინი ჩამოიტოვა.

რაც შეეხება სიმბოლურ გუნდს, ის შემდეგნაირად გამოიყურება:

გიორგი ლორია - ვლადიმერ მამუჩაშვილი, მამუკა კობახიძე, ალექსანდრე კალანდაძე, ლაშა შერგელაშვილი - მერაბ გიგაური, გიორგი არაბიძე, გიორგი ზარია - ჯოვინო ფლამარიონი, დავით სხირტლაძე, პაატა ღუდუშაური.

სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი ცოტნე ფაცაცია გახდა, რომელმაც "თელავის" კარი შორეული დარტყმით აიღო.

გამოკითხვაში მონაწილეობა ათივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და თერთმეტმა ფეხბურთელმა, მედიის წარმომადგენლებმა და გულშემატკივრებმა მიიღეს. საუკეთესოები სწორედ მათი ჩართულობით გამოვლინდნენ.

სხვა სტატიები