დიდი ცვლილებები: თელავი მწვრთნელებმა და ცამეტმა ფეხბურთელმა დატოვა
საქართველოს ეროვნული ლიგის წარმომადგენელ კიდევ ერთ გუნდში, "თელავში" შემადგენლობის მასშტაბური ცვლილებებია.
კახური გუნდიდან, როგორც მათი ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, მთავარი მწვრთნელი, ბერძენი გიორგიოს კოსტისი, მისი ასისტენტი, ფიზ-მომზადების სერბი მწვრთნელი, მილაშ დიუროვიჩი და 13 ფეხბურთელი წავიდა.
გუნდიდან, როგორც ლეგიონერები, ისე ადგილობრივი ფეხბურთელები წავიდნენ, ხოლო რაც ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რამდენიმე ქართველი ლეგიონერის სტატუსს მოირგებს და უცხოეთში გააგრძელებს კარიერას.
დავიდ იურჩენკოს, ტომელინ გუტიერის, მატია რომს, გიორგი ქანთარიას, იმედა აშორტიას, ირაკლი რუხაძეს, ამარ ბეგიჩს, ოთარ გაგნიძეს, ვაჟა ფაცაციას, ჟონელ დეზირეს, სტეფან დიმიჩს, იოზეფ მენიხს და გურამ გოშთელიანს გუნდთან კონტრაქტი დაუმთავრდათ და აღარ გააგრძელეს. ქართველ ფეხბურთელთაგან გიორგი ქანთარია და ვაჟა ფაცაცია კარიერას უცხოეთში გააგრძელებენ, რაც შეეხება ირაკლი რუხაძეს, ის ყოფილ გუნდში იჯარის წესით თამაშობდა და უზბეკურ "ოლმალიქში" დაბრუნდა.
"თელავი", რომელიც 2016 წელს დაარსდა, 2020 წლიდან ეროვნულ ლიგაში აღზევდა და ზედიზედ მეხუთე სეზონია ელიტაში ადგილს ინარჩუნებს.