Belive

EJU ტატო გრიგალაშვილზე: "მესამე ევროპის შემდეგ, მესამე მსოფლიოც უნდა მოიგოს"

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

2024 წლის აბუ დაბის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დღის გამოტოვება არ შეიძლება. მესამე საშეჯიბრო დღეს, ძიუდოს არაერთი უდიდესი სახელი იასპარეზებს 81 კგ კატეგორიებიიდან.

გთავაზობთ ევროპის ძიუდოს კავშირის სტატიას უცვლელად.

"კიდევ ერთხელ, არსებობს ტიტანების შერკინების პოტენციალი - ტატო გრიგალაშვილისა და მატიას კასეს დაპირისპირება შესაძლოა კვლავ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ვიხილოთ.

მსოფლიოს პირველი და მეორე ნომრები 2023 წლის შემდეგ ერთმანეთს, 2024 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში შესაძლოა პირველად შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ტატო გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონობა კარიერაში მესამედ სულ რამდენიმე კვირის წინ მოიპოვა, მატიას კასეც მაგარ ფორმაშია, მან 2024 წელს უკვე შეძლო და მოიგო პარიზისა და ტაშკენტის გრანდ სლემები.

აქვე არ დავივიწყოთ მათი მეტოქეები: ვედატ ალბაირაქი (თურქეთი); ფრანკ დე ვიტი (ნიდერლანდები), ანტონიო ესპოსიტო (იტალია), ზელიმ ტცკაევი (აზერბაიჯანი) და ალფა უმარ დიალო (საფრანგეთი).

ჩვენი პროგნოზი კი ტატო გრიგალაშვილისკენაა, მან მესამე ევროპის შემდეგ, მესამე მსოფლიოც უნდა მოიგოს და ამის ფავორიტია..."

- ევროპის ძიუდოს კავშირი

შეგახსენებთ, რომ 19-23 მაისს, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კერძოდ კი დედაქალაქი აბუ დაბი, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

სხვა სტატიები