ნიკოლოზ ბასილაშვილი ფინიქსის ჩელენჯერის ძირითად ბადეში გავიდა
საქართველოს პირველი ჩოგანი - ნიკოლოზ ბასილაშვილი, ფინიქსის 175-ქულიან ჩელენჯერზე იღებს მონაწილეობას, რომლის საპრიზო ფონდიც 250 00 აშშ დოლარია.
ბასილაშვილი ძირითად ბადეში პირდაპირ არ ჩასვეს, სწორედ ამიტომ, მას საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა მოუწია, სადაც პირველ ეტაპზე, ფრანგ ტერენს ატმანს შეხვდა და მძიმე ბრძოლაში გამარჯვების მოპოვება შეძლო - კვალიფიკაციის ფინალში კი 33 წლის ქართველმა, იაპონელი - ტარო დანიელი 2 სეტში ძალიან მარტივად, 4:6; 1:6 დაამარცხა და ძირითად ბადეში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ იქნება 33 წლის ქართველის მეტოქე, ფინიქსის 175-ქულიანი ჩელენჯერის ძირითად ბადეში, თუმცა მოგახსენებთ, რომ შეჯიბრის პირველ ნომრად, პორტუგალიელი - ნუნო ბორხესია განთესილი, რომელმაც ამ შეჯიბრის მოგება ზედიზედ ორჯერ შეძლო და 2025 წლის ფინიქსის ჩელენჯერს მოქმედი ჩემპიონის რანგში ხვდება. მეორე ნომრადაა განთესილი, იტალიელი - ფაბიო კობოლი, ხოლო მესამე ნომრად კი, ესპანელი - პედრო მარტინესი.