Belive

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: დღე V – ბრინჯაოს მედლები საქართველოს, ოქროს მედალი ხორვატიას

1 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ

დღეს, 10 ოქტომბერს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე ჩატარდა. ტატამზე მამაკაცებში -90 კგ, ქალებში კი -70 კგ წონითმა კატეგორიებმა იასპარეზეს.

2022 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე საშეჯიბრო დღეს, -90 კგ წონით კატეგორიაში, მონაწილეობა ლუკა მაისურაძემ და ლაშა ბექაურმა მიიღეს, რომლებმაც ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

11 ოქტომბერს, 2022 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე VI საშეჯიბრო დღე აიღებს სტარტს, სადააც საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გაორებულია და ტატამზე -100 კგ წონითი კატეგორიის წევრები – ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე იასპარეზებენ.


-90 კგ წონით კატეგორიის მედალოსნები

-90 კგ წონით კატეგორიაში, A ბადის გამარჯვებული უზბეკი - დავლათ ბობონოვი გახდა, რომელმაც 1/4-ფინალში ბულგარელი – ივაილო ივანოვი დაამარცხა.

B ბადის გამარჯვებული კი მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი – ლაშა ბექაური გახდა, რომელმაც 1/4 ფინალში კუბელ – ივან ფელიპე სილვა მორალეშს აჯობა.

C ბადეში იტალიელმა - კრისტიან პარლატიმ პირველივე ეტაპზე წონის ერთ-ერთი ლიდერი, აზერბაიჯანელი - მამმადილ მეჰდიევი დაამარცხა, შემდეგ ბერძენს აჯობა, 1/4-ფინალში კი ბრაზილიელი მეტოქე დაამარცხა.

D ბადეში კი ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ველოდით. ლუკა მაისურაძემ საკმაოდ მარტივად გაიარა ბადე და ბადის გამარჯვებულიც გახდა.

პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს საქართველოსა და უზბეკეთის წარმომადგენლები შეხვდვნენ. მეორე ნახევარფინალში კი ქართულ-იტალიური დაპირისპირება შედგა.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, -90 კგ წონითი კატეგორიის ფინალში იტალიურ-უზბეკური დაპირისპირება შედგა, საბოლოოდ კი ოქროს მედალს უზბეკი – დავლათ ბობონოვი დაეუფლა. ვერცხლის მედალი იტალიელმა –კრისტიან პარლატმა მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედლებს ქართველები - ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე დასჯერდნენ.


-70 კგ წონით კატეგორიის მედალოსნები

A ბადის გამარჯვებული, ხორვატი - ბარბარა მატიჩი გახდა.

B ბადეში ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც მოსალოდნელი იყო. ბადის გამარჯვებული იაპონელი - შიშო ტანაკა გახდა.

C ბადეში ამ წონითი კატეგორიის მეცამეტე ნომერმა, ხორვატიის წარმომადგენელმა – ლარა ცვიეტკომ გაიმარჯვა.

D ბადის გამარჯვებული კი იაპონელი – საკი ნიიზოე გახდა, რომელმაც 1/4 ფინალში ავსტრიელი – მიჩაელა პოლლერესი დაამარცხა.

ნახევარფინალური დაპირისპირება

პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება, იაპონელ – შიშო ტანაკასა და ხორვატ – ბარბარა მატიჩს შორის გაიმართა, სადაც დრამატულ ბრძოლაში ხორვატმა ძიუდოისტმა გაიმარჯვა და ფინალის საგზური მოიპოვა. მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში კი ასევე ხორვატმა – ლარა ცვიეტკომ, იაპონელი – საკი ნიიზოე დაამარცხა.

საბოლოოდ ოქროს მედალი ხორვატმა – ბარბარა მატიჩმა მოიგო. ვერცხლის მედალს დასჯერდა, ხორვატი – ლარა ცვიეტკო. ბრინჯაოს პრიზიორები კი, ნიდერლანდელი –სანნ ვან დაიკი და იაპონელი – საკი ნიიზოე გახდნენ.

სხვა სტატიები