Belive

ძიუდო - 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა 8 მედლით დაასრულა

3 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
სულ ახლახან დასრულდა 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში, სადაც საქართველოს ნაკრებმა 8 მედალი მოიპოვა: 2 ოქრო, 2 ვერცხლი, 4 ბრინჯაო. გთავაზობთ იმ ძიუდოისტების ჩამონათვალს, რომლებმაც ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, მედლების მოპოვება შეძლეს.

-60 კგ

-60 კგ წონითი კატეგორია 2 მედლით დავასრულეთ. მედლები მოიპოვეს ჯაბა პაპინაშვილმა (ბრინჯაო) და თემურ ნოზაძემ (ვერცხლი). იხილეთ: ჯაბა პაპინაშვილის ბრძოლა ბრინჯაოს მედლისთვის  იხილეთ: თემურ ნოზაძის ბრძოლა ოქროს ვერცხლისთვის, თუმცა ფინალში მარცხი

-66 კგ

-66 კგ წონით კატეგორიაშიც ბრინჯაოს მედალს დავჯერდით. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა - ბაგრატ ნინიაშვილმა. იხილეთ:  ბაგრატ ნინიაშვილის ბრძოლა ბრინჯაოს მედლისთვის

-81 კგ

-81 კგ წონით კატეგორიაშიც ორი მედალი მოვიპოვეთ. მედლები მოიპოვეს ტატო გრიგალაშვილმა (ოქრო) და ვლადიმერ ახალკაცმა (ბრინჯაო). იხილეთ: ტატო გრიგალაშვილის ბრძოლა ოქროს მედლისთვის იხილეთ: ვლადიმერ ახალკაცის ბრძოლა ბრინჯაოს მედლისთვის

-90 კგ

უჩვეულოა ლუკა მაისურაძის -90 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობა, თუმცა რადგანაც -81 კგ წონით კატეგორიაში 2 წარმომადგენელი გვყავდა, ლუკამ ადგილი დათმო და -90 კგ წონით კატეგორიასი სხადა თავისი ბედი, რაც ძალიან კარგად გამოუვიდა. მან ოქროს მედალი მოიპოვა. იხილეთ: ლუკა მაისურაძის ბრძოლა ოქროს მედლისთვის

-100 კგ

-100 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა ევროპის ჩემპიონატის მოქმედი ვიცე ჩემპიონი ონისე სანებლიძე, რომლისგანაც მედალს ველოდით, თუ რა სინჯის იქნებოდა ეს ვერ ვვარაუდობდით. საბოლოოდ ონისე სანებლიძემ 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულა. იხილეთ: ონისე სანებლიძის ბრძოლა ბრინჯაოს მედლისთვის

+100 კგ

და ბოლო მედალი, რომელიც გელა ზაალიშვილმა საქათველოს ნაკრების ყულაბისკენ გაგზავნა ვერცხლია. სამწუხაროდ გელამ კვლავ ვერ მოახერხა ოქროს მედლის მოპოვება და ფინალში უნგრელ მეტოქესთან დამარცხდა. საბოლოოდ გელა ვერცხლის მედალს დასჯერდა. იხილეთ: გელა ზაალიშვილის ბრძოლა ოქროს მედლისთვის, თუმცა ფინალში მარცხი Live.ge-ს გუნდი ულოცავს ქართველ ძიუდოისტებს წარმატებულ სვლას 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე და მომავალ შეჯიბრებზე წარმატებას უსურვებს.

სხვა სტატიები