ძალოსანთა ნაკრები მსოფლიო თასზე 6 სპორტსმენით იასპარეზებს
საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები ტაილანდში მსოფლიო თასზე იასპარეზებს, რომელმაც სტარტი 31 მარტს აიღო და 11 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. შეჯიბრზე, რომელზეც პარიზის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები თამაშდება ქართველი ძალოსნები 2 აპრილიდან ჩაერთვებიან.
საქართველოს ძალოსანთა ნაკრები 6 სპორტსმენით იასპარეზებს, საიდანაც 5 მამაკაცია, ხოლო 1 ქალი.
შემადგენლობა
61 კგ - შოთა მიშველაძე (მონაწილეობას მიიღებს 2 აპრილს, 19:00 საათიდან)
89 კგ - საბა ასანიძე (მონაწილეობას მიიღებს 5 აპრილს, 19:30 საათიდან)
102 კგ - ირაკლი ჩხეიძე (მონაწილეობას მიიღებს 8 აპრილს, 22:00 საათიდან)
109 კგ - ზაზა ლომთაძე (მონაწილეობას მიიღებს 10 აპრილს, 22:00 საათიდან)
+109 კგ - ლაშა ტალახაძე (მონაწილეობას მიიღებს 11 აპრილს, 19:00 საათიდან)
+87 კგ - ანასტასია გოტფრიდი(მონაწილეობას მიიღებს 10 აპრილს, 16:30 საათიდან).