Belive

მორიგი ტრანსფერი | 17 წლის ალექსანდრე ქუთათელაძე ლილში გადავიდა!

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი - ალექსანდრე ქუთათელაძე "ლილის" ღირსებას ოფიციალურად დაიცავს.

ალექსანდრე ქუთათელაძე 1.80 მეტრია და პოზიციით საყრდენი ნახევარმცველია. იგი თბილისში დაბადებული და გაზრდილია, შემდეგ კი 2021 წლიდან "პსჟ"-ს C გუნდის ღირსებას იცავდა, საიდანაც "მონაკოში" გადავიდა, თუმცა ჯერ C გუნდში, შემდეგ კი B გუნდში დააწინაურეს, ახლა კი "ლილის" 19-წლამდელთა გუნდში ითამაშებს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ალექსანდრე ქუთათელაძე ბავშვობაშიც თამაშობდა "ლილის" ასაკობრივ გუნდში.

17 წლის ქართველი ნახევარმცველი 2023 წლიდან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა და 4 მატჩი ჩაატარა. მას ასევე გამოვლილი აქვს U16 ნაკრები, სადაც 4 მატჩში 1 გოლის გატანაც შეძლო, იქამდე კი U15 ნაკრებში თამაშობდა.

ალექსანდრე ქუთათელაძე 23 წლის ქართველი ფეხბურთელის - ნიკოლოზ ქუთათელაძის ძმაა.

სხვა სტატიები