Belive

ისტორიაში მე-11 ძიუდოისტი - ტატო გრიგალაშვილი დიდი ისტორიის წერას განაგრძობს

7 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი, საქართველოს ნაკრებისთვის განსაკუთრებულად მიმდინარეობს. პირველი სამი საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 2 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალია.

მესამე საშეჯიბრო დღეს, 24 წლის ასაკში, ტატო გრიგალაშვილმა შეძლო და ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. მან ფინალში ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე - ტიმურ არბუზოვი დაამარცხა. ბრწყინვალე დღე ჰქონდა დიმიტრი გოჩილაიძესაც, რომლისთვისაც 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სადებიუტო იყო, თუმცა მან ნახევარფინალამდე მიაღწია, შემდეგ კი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა.

24 წლის ტატო გრიგალაშვილი კი ძიუდოს დიდი ისტორიის წერას აგრძელებს - კერძოდ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ტატო გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მოგება 3-ჯერ შეძლო.

ასევე, ტატო გრიგალაშვილი ძიუდოს ისტორიაში მე-11 ფალავანია, ვინც მსოფლიო ჩემპიონობა 3-ჯერ და მეტჯერ შეძლო:

  1. ტედი რინერი (საფრანგეთი) - 11 მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული

  2. ნაოია ოგავა (იაპონია) - 4 მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული

  3. ჰიფუმი აბე (იაპონია) - 4 მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული

  4. ნაოჰისა ტაკატო (იაპონია) - 4 მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული

  5. დავიდ დუილე (საფრანგეთი) - 4 მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული

  6. შოზო ფუჯი (იაპონია) - 4 მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული

  7. იასუჰირო იამასიტა (იაპონია) - 4 მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული

  8. ილიას ილიადისი (საბერძნეთი) - 3 მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული

  9. ალექსანდერ მიხაილინი (რუსეთი) - 3 მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული

  10. ტოშიკიგო კოგა (იაპონია) - 3 მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული

  11. ტატო გრიგალაშვილი (საქართველო) - 3 მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული

სხვა სტატიები