"ძაკარდო მატჩს დაესწრო: მოლაპარაკება შეიძლება განახლდეს" - იტალიური მედია
2 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავს.
კონკრეტულად, "ნაპოლის" "ლაციოსთან" იტალიის თასის მერვედფინალურ ეტაპზე წაგებულ მატჩს, ქართველ ვარსკვლავთან დაახლოებული იტალიელი ვეტერანი ფეხბურთელი, კრისტიან ძაკარდო დაესწრო.
"სტადიო ოლიმპიკოზე" კრისტიან ძაკარდოს დასწრება შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მისი მატჩზე ყოფნა შესაძლებელია ნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლებსა და "ნაპოლის" შორის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები განახლდეს. ახლა ისინი ამ საკითხზე მუშაობენ", - წერს Corriere dello Sport.
"ნაპოლი" მიმდინარე სეზონში სერია A-ში საკმაოდ კარგად თამაშობს და 14 ტურის შემდეგ დაგროვებული 32 ქულით გუნდი ლიდერის პოზიციაზეა. შემდეგ მატჩს გუნდი საშინაო კედლებში, 8 დეკემბერს, "ლაციოსთან" გამართავს.
23 წლის ქართველი ფეხბურთელის აქტივში სერია A-ში 14 მატჩში გატანილი 5 გოლი და 3 საგოლე პასია. ქართველმა ფეხბურთელმა იტალიის თასზე ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა.