დინამო თბილისმა ტუნისელი ლეგიონერი დაიმატა
6 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
დინამო თბილისმა ტუნისელი ფორვარდი, იედ ჰაჯი ხალიფა დაიმატა.
ახალი სეზონისთვის მზადების ფარგლებში დინამო თბილისისთვის ეს მეოთხე ტრანსფერია. აქამდე, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა რუი მონტეირუ, გიორგი ხარებაშვილი და ლეონარდო სანტუში დაიმატა. ასევე, იჯარიდან ნიკოლოზ უგრეხელიძე და ნიკოლოზ ცეცხლაძე დაბრუნდნენ.
26 წლის აფრიკელ ფეხბურთელსა და ქართულ გუნდს შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
ამპლუით ცენტრალური ფორვარდი აქამდე ტუნისის ჩემპიონატის წარმომადგენელი ტატუინის, რადეზის, მონასტირის და ბენ ჟერდანის შემადგენლობაში თამაშობდა.
ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონს დინამო თბილისი 1 მარტს, დინამო ბათუმთან, საშინაო კედლებში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გასამართი მატჩით დაიწყებს.