Belive

დინამო თბილისმა ლატვიური ვალმიერა დაამარცხა

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

თურქეთში, ანტალიაში, კერძოდ კი, სიდეში მიმდინარე შეკრებაზე, საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა, "დინამო თბილისმა" ლატვიურ "ვალმიერასთან" - 1:0 იმარჯვა და 2024 წელს პირველი ამხანაგური შეხვედრა მოიგო.

მატჩში ერთადერთი გოლის გატანა 22-ე წუთზე ვახტანგ სალიამ მოახერხა, დარჩენილ დროში კი ლატვიელებმა ვერაფერი შეცვალეს.

ჯერ საქართველოში, თბილისის "ლოკომოტივთან" (0:2) და "თელავთან" (1:2), ხოლო შემდეგ თურქულ შეკრებაზე ჩეხურ "ბოჰემიანსთან" (0:3) და უკრაინულ ლუჰანსკის "ზორიასთან" (0:1) წაგების შემდეგ, საქართველოს 19-გზის ჩემპიონისთვის ეს მიმდინარე წელს პირველი მოგება აღმოჩნდა.

შემდეგ მატჩს ანდრეს კარასკოს გაწვრთნილი გუნდი თურქულ შეკრებაზე კიევის "დინამოსთან" 13 თებერვალს გამართავს, რაც შეეხება ეროვნულ ლიგას, საქართველოს ჩემპიონატის 2024 წლის სეზონს "დინამო" წყალტუბოს "სამგურალთან" 2 მარტს, საშინაო კედლებში გასამართი მატჩით დაიწყებს.

სხვა სტატიები