Belive

დინამო თბილისმა გვატემალის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ექს-ჩემპიონმა, "დინამო თბილისმა" გვატემალის ნაკრების ფეხბურთელი, ოსკარ სანტისი დაიმატა. ამის შესახებ ინფორმაციას გვატემალური მედია საშუალებები ავრცელებენ, რომლებმაც 24 წლის ფეხბურთელთან კომენტარის ჩაწერაც მოასწრეს. ასევე, ის Transfermarkt-სა და სხვა ოფიციალურ წყაროებში უკვე საქართველოს 19-გზის ჩემპიონის ფეხბურთელადაა მითითებული.

"დინამო თბილისის" ახალწვეული მთელი კარიერის განმავლობაში თავისი ქვეყნის შიდა ჩემპიონატში თამაშობს, 2023 წლის 1 იანვრის შემდეგ კი "ანტიგუას" შემადგენლობის წევრია.

ოსკარ სანტისს თავისი ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში 29 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, 8 გოლი გატანილი და 5 საგოლე პასი გაკეთებული.

"დინამო თბილისმა" აქამდე კიდევ ერთი ლეგიონერის ტრანსფერი დაადასტურა - დედაქალაქელებმა ლიეტუვის ნაკრების ფეხბურთელი, დანიელ რომანოვსკი დაიმატეს.

საქართველოს ეროვნული ლიგა 1 მარტს დაიწყება და "დინამო თბილისი" პირველ ტურში 3 მარტს, ერთ-ერთ უხერხულ მეტოქესთან, წყალტუბოს "სამგურალთან", საშინაო კედლებში ითამაშებს.

სხვა სტატიები