Belive

დინამო თბილისმა ესპანელი მცველი დაიმატა

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, "დინამო თბილისმა" ეროვნული გუნდის ცენტრალური მცველის, ჯიმი ტაბიძის გუნდიდან წასვლის შემდეგ, ამ პოზიციის გასაძლიერებლად ესპანელი ფეხბურთელი, კიკე ლოპესი დაიმატა.

29 წლის ფეხბურთელი ესპანური "ალკორკონის" აღზრდილია და "უნიონ ადავრეს", ასევე მექსიკური "სან ლუისის" და "კერეტაროს", ყაზახური "ასტანას" და ავსტრალიური "მელბურნის" შემადგენლობაში უთამაშია.

ესპანელმა ფეხბურთელმა "დინამოსთან" კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გააფორმა, მისი სათამაშო მაისურის ნომერი კი 30 იქნება.

"დინამო თბილისს" ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 24 მატჩის შემდეგ 47 ქულა აქვს დაგროვებული და მეორე პოზიციას იკავებს, რაც შეეხება ლიდერ "დინამო ბათუმს" მათთან ჩამორჩენა 5 ქულაა.

სხვა სტატიები