Belive

დიდი დაბრუნება - ლუი ვან გაალი აიაქსში იმუშავებს

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ლეგენდარული ნიდერლანდელი სპეციალისტი, ლუი ვან გაალი ამსტერდამის "აიაქსში" დაბრუნდა. იგი საყვარელ კლუბში აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელის როლს შეითავსებს.

"აიაქსის" მიერ გავრცელებული ცნობიდან ირკვევა, რომ ვან გაალის საქმიანობის ძირითადი მიმართულება, საფეხბურთო ტექნიკურ საკითხებში გუნდის მხარდაჭერა იქნება. გუნდის, რომელიც საკუთარი თავისთვის შეუსაბამო ფორმაში იმყოფება და ბოლო რამდენიმე ათწელულის განმავლობაში სეზონს ყველაზე დაბალი შედეგიანობით იწყებს.

"მინდა დავეხმარო აიაქსს. ამჟამად ჩემი ცხოვრების დიდ ნაწილს პორტუგალიაში ვატარებ და ეს შეიძლება კარგად იყოს შერწყმული ჩემს, როგორც გარე მრჩევლის როლთან", - თქვა ვან გაალმა.

ლუი ვან გაალს მწვრთნელის რანგში ისეთ გუნდებში, თანაც უდიდესი წარმატებით უმუშავია, როგორებიც ამსტერდამის "აიაქსი", "ბარსელონა", "აზ ალკმაარი", მიუნხენის "ბაიერნი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და ნიდერლანდების ნაკრებია. მან "აიაქსს" ოთხჯერ ნიდერლანდების ჩემპიონის, სამჯერ სუპერთასის, ერთხელ თასის მფლობელის ტიტული, უეფას ჩემპიონთა ლიგა და საერთაშორისო თასი (ტურნირი 2004 წელს გაუქმდა) მოაგებინა.

გიორგი მიქაუტაძის გუნდს ერედივიზონში ჩატარებული 5 მატჩის შემდეგ 5 ქულა აქვს და მე-15 პოზიციას იკავებს, გასავრდნ ზონას კი ერთი საფეხურით უსწრებს.

სხვა სტატიები