"დემბელეს და ვიტინასთან ერთად პსჟ-ს საუკეთესო მოთამაშე გახდა" - fichajes კვარაცხელიას შესახებ წერს
12 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ესპანური მედია საშუალება fichajes საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ს ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს.
"ხვიჩა კვარაცხელიამ ევროპა იმ სეზონში გააოცა, რომელშიც ნაპოლიმ ლიგა 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ მოიგო, მაგრამ როცა პსჟ-მ მასში 70 მილიონი ევრო გადაიხადა, ფეხბურთის ყველა გულშემატკივარი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული არ გახლდათ, ხვიჩამ დაამტკიცა, რომ ისინი ცდებოდნენ.
ხვიჩა კვარაცხელიამ საფეხბურთო სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი გარღვევა მოახდინა, სრულიად უცნობი მოთამაშიდან ერთ ღამეში იტალიის ლიგის MVP-მდე მივიდა, მანამდე კი მხოლოდ რუსეთის და საქართველოს ლიგებში გამოირჩეოდა. დიდება ხვიჩას მაშინ მოუვიდა, როცა მას თითქმის არ ვიცნობდით და ახლა ის გლობალური ვარსკვლავია.
ნაპოლიში გატარებულ იმ სეზონში, ვიქტორ ოსიმენთან მისმა პარტნიორობამ დანარჩენი მეტოქეები მარტივად გამოთიშა და გუნდი სეზონის დასკვნით მესამედს სერია A-ს ტიტულით უკვე უზრუნველყოფილი შეხვდა.
მიუხედავად იმისა, რომ ლუჩანო სპალეტის სისტემა ნამდვილად კოლექტიური გახლდათ, აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიას და ოსის ინდივიდუალურმა ბრწყინვალებამ ის სხვა დონეზე აამაღლა.
ანტონიო კონტეს მოსვლამ ნეაპოლიდან კვარაცხელიას წასვლა გამოიწვია. ცნობილია, რომ ლეჩეში დაბადებული მწვრთნელი არცერთ გამოწვევას არ ერიდება და როცა ფეხბურთელის მხარემ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საწინააღმდეგო აზრი გამოთქვა, მათ კარი მარტივად გააღეს. პარი სენ-ჟერმენმა, რომელიც ყურადღებით აკვირდებოდა სიტუაციას, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ნაპოლის 70 მილიონი ევრო შესთავაზა, ეს იმ ტრიუმფალურ სეზონში მოხდა, რომელსაც ევროპის ჩემპიონობა მოჰყვა.
მართლაც, რამდენიმე თვის შემდეგ, ხვიჩამ კიდევ ერთხელ გააჩუმა კრიტიკოსები, მოიგო ჩემპიონთა ლიგა და გახდა გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე უსმან დემბელესა და ვიტინიასთან ერთად.
ფინალში გატანილი გოლი იდეალური, ოცნების სეზონის ტორტის გაფორმება გამოვიდა. 25 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ სეზონში პარი სენ-ჟერმენსა და ნაპოლის შორის 44 მატჩი ჩაატარა, 3000 წუთზე მეტი სათამაშო დრო დააგროვა, რომლის განმავლობაშიც 12 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა", - წერს fichajes.
ხვიჩა კვარაცხელიას ამ სეზონში პსჟ-ს შემადგენლობაში 7 გოლი აქვს გატანილი და 6 საგოლე პასი გაკეთებული.