Belive

"დეკუს სურს, ფლიკი დარწმუნებული არაა" | ბარსელონაში მიქაუტაძის დამატებაზე აზრთა სხვადასხვაობაა

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

გიორგი მიქაუტაძის ბარსელონაში პოტენციური ტრანსფერის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება. კატალონიურ გრანდთან დაახლოებული ჟურნალისტის ინფორმაციით, გუნდის ხელმძღვანელობაში საქართველოს ნაკრების ფორვარდის დამატებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა.

"ჰანსი ფლიკს, ვილიარეალის მოთამაშის გიორგი მიქაუტაძის თამაში ბარსელონაში ნათლად არ წარმოუდგენია. მეორე მხრივ, დეკუ მასში აბსოლუტურად დარწმუნებულია. ჰანსი კი, ჯერ არა. ვნახოთ, რით დასრულდება ეს ისტორია, ვინაიდან არსებობს ეკონომიკური საკითხი, რადგან ვილიარეალი უზარმაზარ თანხას ითხოვს", - წერს ესპანელი ჟურნალისტი ხერარდ რომერო.

გიორგი მიქაუტაძე სერენში, მეცში, ამსტერდამის აიაქსსა და ლიონში დაგროვებული გამოცდილების შემდეგ "ყვითელ წყალქვეშა ნავს" შარშან ზაფხულში შეუერთდა და გასულ სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (15 გოლი, 6 საგოლე პასი) და ლა ლიგაში დაკავებული მესამე ადგილით გუნდს უეფას ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.

სხვა სტატიები