მიქაუტაძის მორიგი შედეგიანი მატჩი - რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა ატლეტიკოსთან?!
6 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ატლეტიკო ესპანეთის ლა ლიგის მე-2 ტურში, ვილიარეალს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
გიორგი მიქაუტაძემ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანი 79-ე წუთზე დატოვა. ნაადრევად გასვლის მიუხედავად, ჟორჟმა გოლის გატანაც შეძლო და გამორჩეულიც იყო, რის გამოც ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.
GOAL! GOAL! GOAL! GOAL!
— Villarreal CF English (@VillarrealCFen) August 23, 2026
👓 GEORGES MIKAUTADZE SCORES FROM THE SPOT 👓#AtletiVillarreal 1-2 (78') pic.twitter.com/fwHyVx40sO
მოედანზე გატარებულ დროში მიქაუტაძემ 1 გოლი გაიტანა და 17 ზუსტი პასი შეასრულა. სტატისტიკის მწარმოებელმა ავტორიტეტულმა პლატფორმებმა მიქაუტაძის თამაში შემდეგნაირად შეაფასეს:
Flashscore: 7.8
Sofascore: 7.6
Whoscored: 7.5