კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონმა - დავით ქირიამ, One Championship-ის გრანპრიზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. მან პირველი ბრძოლა გერმანელ ენრიკო კელისსთან გამართა და ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა.
ქირიას კიკბოქსინგის კარიერაში 40 გამარჯვება და 18 მარცხი აქვს, მის 29 წლის გერმანელ მეტოქეს კი კარიერაში 51 მოგება ჰქონდა.
დავით ქირიამ კარიერაში მე-40 გამარჯვება იზეიმა. ქართველმა მებრძოლმა ერთი წუთის შემდეგ სიტუაცია გამოასწორა და მეტოქე ნოკდაუნში 3-ჯერ ჩააგდო, რაც წესების მიხედვით ტექნიკური ნოკაუტია. ქირიასთვის ეს კარიერაში ნოკაუტით მოგებული მე-17 ბრძოლა იყო.
ქართველი მებრძოლის მეტოქე ნახევარფინალში, თურქი - ტაიფუნ ოზკანი იქნება.