გუნდური პირველობა მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველოს ნაკრები 1/4-ფინალიდან იწყებს
ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, ინდივიდუალური გამოსვლები ოფიციალურად დასრულებულია. საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში, 4 მოპოვებული მედლით მეორე ადგილი დაიკავა.
ლაშა გუჯეჯიანის მიერ გაწვრთნილი საქართველოს ნაკრებისთვის, 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. კერძოდ, ქართველების ანგარიშზე 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია.
მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს, 24 მაისს, გუნდური პირველობა შედგება, სადაც საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას.
სამწუხაროდ გუნდურ პირველობაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს საბა ინანეიშვილი, რომელმაც 1/8-ფინალში ლუკაშ კრპალეკთან მხრის ტრავმა მიიღო.
საქართველოს ნაკრები D ბადეშია განთესილი, შესაბამისად ასპარეზობას ეგრევე 1/4-ფინალიდან იწყებს. 1/4-ფინალში, საქართველოს ნაკრების მეტოქე, უნგრეთისა და მონღოლეთის ნაკრებებს შორის გაირკვევა.
ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში, ჩვენი ნაკრების სავარაუდო მეტოქე, საფრანგეთის ნაკრები იქნება, რომელიც C ბადეში განთესილია და 1/4-ფინალში, იტალიისა და ნიდერლანდების ნაკრებებს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.