Belive

ოლიმპიადა 2024 | საქართველომ ძიუდოს საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-4 ადგილი დაიკავა

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს ინდივიდუალური ასპარეზობების დასკვნითი საშეჯიბრო დღე დასრულებულია, წინ მხოლოდ გუნდური პირველობაა, რომელიც 3 აგვისტოს გაიმართება.

ლაშა გუჯეჯიანის მიერ გაწვრთნილი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, 3 მოპოვებული მედლით, როგორც მამაკაცთა, ასევე საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-4 პოზიცია დაიკავა.

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საერთო გუნდური ჩათვლის TOP 10

საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი პოზიცია იაპონიის ნაკრებმა დაიკავა, რომელთა ანგარიშზეც 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალია.

მეორე პოზიცია აზერბაიჯანის ნაკრებმა დაიკავა, რომელთა ანგარიშზეც 2 ოქროს მედალია.

მესამე პოზიციას კი მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედლით იკავებს.

მეოთე პოზიციაზე ჩვენ გავედით, ჩვენს ანგარიშზე 3 მოპოვებული მედალია, რომელთაგანაც 1 ოქროს, ხოლო 2 ვერცხლის სინჯისაა.

  • ოქროს მედალი - ლაშა ბექაური

  • ვერცხლის მედლები - ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე.

სხვა სტატიები