Belive

დავით ნინიაშვილი: "შოტლანდიას ქართულ ძალას ვაჩვენებთ"

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ამერიკასთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ედინბურგში გაემგზავრა, სადაც 26 აგვისტოს შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება და ამით მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ პერიოდს დაასრულებს.

ამის შემდეგ ჩვენი გუნდი საფრანგეთის ქალაქ ლა-როშელში გადაინაცვლებს სადაც ადგილობრივი კლუბის ბაზაზე დაფუძნდება და მსოფლიო თასის მატჩებისთვის იქ მოემზადება.

შოტლანდიაში გამგზავრებამდე Rugby TV-სთან კომენტარი დავით ნინიაშვილმა გააკეთა, რომელიც ა.შ.შ-სთან ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და თავი ლელოთიც გამოიჩინა.

ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო სამედიცინო შტაბს.

რაც შეეხება მომავალ მატჩს, ვეცდებით განვლილი მატჩების სწორი ანალიზი გავაკეთოთ და შეცდომები გამოვასწოროთ, შოტლანდია პირველი ტიერ 1-ის ქვეყანაა, რომელსაც ამ ტესტებზე ვხვდებით და ბოლო მატჩის შემდეგ ორმაგად მოტივირებულები ვართ რომ მეტოქეს ქართული ძალა ვაჩვენოთ. - განაცხადა ბორჯღალოსანთა ფულბეკმა

საქართველოსა და შოტლანდიის მატჩი 26 აგვისტოს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები