მერაბ შარიქაძე:” მადლობა გულშემატკივარს, რომ მოვიდნენ, ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს”
1 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გამართული სარაგბო მატჩის შემდეგ, რომელიც "ბორჯღალოსნებმა" 22:7 მოიგეს, ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა
ბუკა შარიქაძე: ლევანმა კარგად ახსნა თამაში, ძალიან ბევრი შესაძლებლობა გავუშვით ხელიდან, ხშირ შემთხვევაში ტექნიკური წუნის გამო. 1-2 მომენტიც რომ გამოგვეყენებინა ვფიქრობ მეტოქეს გავტეხავდით. თავიდან ჯარიმებს არ ვურტყავდით კარში, რაც მგონია რომ შეცდომა იყო, რადგან ამ პოტენციურ 6 ქულას შეიძლება სულ სხვა მიმართულება მიეცა მატჩისთვის.
მადლობა გულშემატკივარს რომ მოვიდნენ, ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. - განაცხადა ნაკრების კაპიტანმა
მსოფლიო ჩემპიონატამდე ბოლო მოსამზადებელ მატჩს ჩვენი გუნდი 26 აგვისტოს შოტლანდიის წინააღმდეგ ჩაატარებს.