ბორჯღალოსნები იტალიასთან მატჩისთვის დაირაზმნენ
შემოდგომის რიგით მეორე ტესტ-მატჩს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იტალიის წინააღმდეგ გამართავს. ბორჯღალოსნების მორიგი პრინციპული დაპირისპირება 17 ნოემბერს შედგება.
"აძურის" წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა, "ბორჯღალოსნების" ძირითადი შემადგენლობა დაასახელა.
ბორჯღალოსნების რაზმი
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე (კაპ.);
შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. ვანო კარკაძე, 3. ირაკლი აფციაური, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. გიორგი ჯავახია, 6. ილია სპანდერაშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.
მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე, 17. გიორგი ახალაძე, 18. ლუკა ჯაფარიძე, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. ლუკა ივანიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. თედო აბჟანდაძე, 23. დემურ თაფლაძე.
შეგახსენებთ, იტალიისა და საქართველოს მატჩი 17 ნოემბერს, 17:40 საათზე, გენუაში "ლუიჯი ფერარისზე" გაიმართება.
ბორჯღალოსნების ტესტ-მატჩები
10 ნოემბერი - ახალი ზელანდია XV 31:13 საქართველო
17 ნოემბერი - იტალია Vs. საქართველო
24 ნოემბერი - საქართველო Vs. ტონგა