Belive

დასკვნითი საშეჯიბრო დღე | ტატამზე თუშიშვილსა და სომხიშვილს ვიხილავთ - პრევიუ

4 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, მეექვსე საშეჯიბრო დღეს, 1 ივლისს, ტატამზე მამაკაცებიდან 100 კგ, ხოლო ქალებიდან 78 კგ წონითმა კატეგორიებმა იასპარეზეს.

შესაბამისად, საქართველოს დროშის ქვეშ, დებიუტანტი - ილია სულამანიძე იღებდა მონაწილეობას, რომელმაც სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებზე ბრწყინვალედ იასპარეზა, თუმცა ოლიმპიურ ჩემპიონობამდე მხოლოდ 8 წამი დააკლდა.

2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე მესამე მედალოსანი გვყავს და მისი სახელი და გვარი - ილია სულამანიძეა. ილია ფინალში აზერბაიჯანელ მეტოქესთან დამარცხდა და პარიზის ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი გახდა.

დასკვნით საშეჯიბრო დღეს კი, დიდებულ განწყობაზე ვხვდებით. 2 აგვისტოს, ტატამზე მამაკაცებიდან +100 კგ ხოლო ქალებში +78 კგ წონითი კატეგორია იასპარეზებს.

+100 კგ

მძიმე წონაში, ჩვენი წარმომადგენელი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მოქმედი ოლიმპიური ვერცხლისმედალოსანი - გურამ თუშიშვილი იქნება.

თუშიშვილი D ბადეში განთესილია, ასპარეზობას მეორე ეტაპიდან დაიწყებს და სენეგალელ - მბაგნიკ ნდიაესა და გვინეა ბისაუელ - ბუბუკარ მანეს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

1/4-ფინალში კი მისი მეტოქე, ლეგენდარული - ტედი რინერი იქნება.

1/2-ფინალში გასვლის შემთხვევაში კი, გურამ თუშიშვილის სავარაუდო მეტოქეები, უზბეკი - ალიშერ იუსუპოვი და ტაჯიკი - ტემურ რახიმოვი იქნებიან.

გურამ თუშიშვილის საშეჯიბრო ბადე

78 კგ

ასევე სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებზე მიდის - სოფიო სომხიშვილი.

სოფიოს წილისყრაში ძალიან არ გაუმართლა, რადგან იგი ურთულეს ბადეშია მოხვედრილი.

სომხიშვილი ასპარეზობას A ბადეში, გერმანელი - რენე ლუჩის წინააღმდეგ იწყებს, მისი დამარცხების შემთხვევაში კი, სოფიოს მეტოქე, უძლიერესი ფრანგი - რომან დიკუ იქნება, რომელიც 4-გზის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორია.

სოფიო სომხიშვილის საშეჯიბრო ბადე

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან დაიწყება.

სხვა სტატიები