Belive

"დარჩება თუ არა კვარა გუნდში?" - ნაპოლის პოტენციური მწვრთნელების მთავარი შეკითხვა

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პოპულარული იტალიური მედია საშუალება Corriere dello Sport საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატიას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, იმ კანდიდატებს, რომლებიც "ნაპოლის" ახალ მთავარ მწვრთნელად მოიაზრებიან, მთავარი შეკითხვა ასეთი აქვთ: "დარჩება თუ არა ხვიჩა კვარაცხელია გუნდში?".

"კვარაცხელია და ოსიმენი არიან ფეხბურთელები, რომელთა კარიერული მომავლის გარკვევაც "ნაპოლის" ყველა პოტენციური მთავარი მწვრთნელის ინტერესთა სფეროშია.

ხვიჩა კვარაცხელია არის ბრილიანტი, ბრწყინვალე ფეხბურთელი, რომელიც ახალი მწვრთნელის მიერ დასანერგი სისტემის, ნაჩვენები ფეხბურთის სახე უნდა გახდეს. ყველა კანდიდატი, რომელიც "ნაპოლის" ახალ მწვრთნელად მოიაზრება, გუნდის ხელმძღვანელობას მისი მომავლის და პოტენციური ტრანსფერის შესახებ ეკითხება.

კვარა გუნდის ახალი სათამაშო სისტემის და ღირებულებების ფუნდამენტი უნდა გახდეს. ფანტაზია, გოლები, საგოლე პასები: კვარაცხელია პირდაპირი რეპორტაჟების მშვენება და მოედანზე განსხვავების შემქმნელი ფეხბურთელია. "ფიორენტინასთან" მატჩში მან საჯარიმო დარტყმაც ბრწყინვალედ გაიტანა", - წერს Corriere dello Sport.

2023/24 წლების სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია A-ში 11 გოლი გაიტანა, 6 საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტის მოპოვება მოახერხა.

სხვა სტატიები