დამფრისი: "კვარა ძლიერია, განსაკუთრებული, მასთან თამაში ადვილი არ არის"
6 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოახლოების წინ, მილანის ინტერის მარჯვენაფლანგელი, დენზელ დამფრისი, პსჟ-სთან მატჩის და ხვიჩა კვარაცხელიასთან შეხვედრის შესახებ საუბრობს.
"ჯერჯერობით კარგი სეზონი გვაქვს, ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი წინ გველის. ორი წლის წინ ვერ მოვიგეთ, ახლა კი დიდი ენერგია და სურვილი გვაქვს. პსჟ ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ ინტერი ვართ და ამ ტიტულის მოგება გვინდა.
სკუდეტოს დაკარგვის მიუხედავად, დიდი ენერგია გვაქვს. ყველამ ვიშრომეთ ამ მომენტამდე მოსასვლელად, მოტივაციასა და დიდ სიამაყეს ვგრძნობთ. ახლა უნდა გავიმარჯვოთ. კვარაცხელია ტექნიკურად ძლიერია, განსაკუთრებული, მასთან თამაში ადვილი არ არის, მაგრამ ინტერი ყოველთვის ინტერია", - ამბობს ნიდერლანდელი ფეხბურთელი.
ქართველმა ვარსკვლავმა ლიგა 1 და თასი უკვე მოიგო, ჩემპიონთა ლიგის ფინალი კი 31 მაისს, მიუნხენში, ალიანს არენაზე ელოდება.