Belive

დაიწყო და ვერ დაამთავრა | ბასილაშვილი ბრიუსელის ტურნირს გამოეთიშა

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრიუსელის 250-ქულიანი ტურნირის მერვედფინალში, ფრანგი მეტოქის - მპეტში პერიკარდის წინააღმდეგ მატჩს მეორე სეტის სტარტზე, იძულებითი ტრავმის გამო მოეხსნა, შესაბამისად 1/4-ფინალში ფრანგი ითამაშებს, ბასილაშვილი კი ასპარეზობას გამოეთიშა.

მატჩი ძალიან თანაბრად მიმდინარეობდა, ჩოგბურთელებმა პირველი სეტი (12 გეიმი) 35 წუთში დაასრულეს. ბასილაშვილი პირველი სეტის მიწურულს, საკუთარ ჩაწოდებაზე დაბრეიკდა, რასაც პერიკარდის კარგი ჩაწოდება და სეტის დასრულება მოჰყვა.

სეტის დასრულების შემდეგ, 33 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ფიზიოთერავპეტი მოითხოვა, რადგან მარჯვენა მხრის არეში ტკივილს გრძნობდა - მან მაინც ცადა მეორე სეტში თამაში, თუმცა პირველი ჩაწოდების შემდეგ ტკივილმა შეაწუხა და იძულებული გახდა მატჩი ნაადრევად დაესრულებინა.

ასე და ამგვარად, ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრიუსელის 250-ქულიან ტურნირს 1/8-ფინალში დაემშვიდობა. ATP ლაივ რეიტინგში, ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს 96-ე ჩოგანია.

სხვა სტატიები