ATP ალმათი | ბასილაშვილი 250 ქულიანი შეჯიბრის 1/4-ფინალშია!
4 დღის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ყაზახეთის საჩოგბურთო ტურნირის, ალმატის ღია პირველობის ძირითად ბადეში, საქართველოს #1 ჩოგანმა - ნიკოლოზ ბასილაშვილმა, მეორე გამარჯვება მოიპოვა.
ბასილაშვილმა 1 საათიან და 7 წუთიან დაპირისპირებაში, მსოფლიოს 71-ე ჩოგანი, არგენტინელი - ფაკუნდო დიაზ აკოსტა დაამარცხა (2:6 ; 4:6 ) და 1/4-ფინალში გავიდა.
1/4-ფინალში, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე, მანარინო/რუბლევს შორის გამარჯვებული იქნება.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ შეჯიბრზე სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი თამაშობს, საპრიზო თანხა $1,075,160 დოლარია, მოქმედი ჩემპიონი კი დანილ მედვედევია - ასევე აღსანიშნავია, რომ ამ შეჯიბრზე მსოფლიო ვარსკვალვები ხშირად თამაშობენ, ამის დამადასტურებელი საბუთი კი ის არის, რომ 2022 წელს ეს შეჯიბრი ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოიგო.