ქართველები US OPEN-ზე | ბოლქვაძე და ბასილაშვილი დიდი სლემის ტურნირზე ერთვებიან
ამერიკის ღია პირველობამ სტარტი 23 აგვისტოს საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებით აიღო და 14 სექტემბერს დასრულდება.
კვალიფიკაციიდან ასპარეზობაში ქართველები ჩაერთვებიან - ნიკოლოზ ბასილაშვილი და მარიამ ბოლქვაძე. ორივე მათგანი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველივე წრიდან ითამაშებენ, რომელიც 24-25 აგვისტოს გაიმართება.
საკვალიფიკაციო ეტაპის 1/4 ფინალურ შეხვედრაში მარიამ ბოლქვაძის მეტოქე, რუსი - ერიკა ანდრეევა იქნება. ჩოგბურთელები აქამდე ერთმანეთს არ შეხვედრილან. 22 წლის ერიკა რეიტინგში 214-ე პოზიციაზეა, მარიამი გამარჯვების შემთხვევაში სმარკოვა/იბრაგიმოვას შორის გამარჯვებულს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზეა ჩანიშნული.
რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, საქართველოს #1 ქართველი ჩოგბურთელი სამხრეთ კორეელ - ჰონგ სონგჩანის შეხვდება, რომელსაც ATP ტურში არცერთი მატჩი არ აქვს ჩატარებული, მიუხედავად მისი ასაკისა (29 წლის) და ასევე მას არ გააჩნია ATP ტურში რეიტინგი (ურეიტინგოა).
აქვე შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი US OPEN-ზე მეოთხე რაუნდია (2018 წელი), ხოლო მარიამ ბოლქვაძემ 2019 წელს მეორე რაუნდში თამაში შეძლო.