Belive

corrieredellosport: "ნაპოლი მთავარი დუეტის შეცვლას გრინვუდით აპირებს"

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიური და ბრიტანული მედია საშუალებების ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ იტალიის 2022/23 წლების სეზონის ჩემპიონი, "ნაპოლი", ხვიჩა კვარაცხელიას ან ვიქტორ ოსიმენს გაუშვებს, მათ შემცვლელად გუნდი მეისონ გრინვუდს მიიყვანს.

"ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის მისამართით ინტერესს პრემიერ ლიგის გუნდები, მათ შორის ლონდონის "ჩელსი" იჩენს. იმ შემთხვევაში, თუ ეს დუეტი გუნდს შეიცვლის, მათ შემცვლელად "ნაპოლი" მეისონ გრინვუდს განიხილავს", - წერს The Sun corrieredellosport-ზე დაყრდნობით.

ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით უამრავი გუნდი იჩენს ინტერესს, თუმცა ყველაზე ახლო პერიოდში "ბარსელონასა" და "პსჟ-ის" სახელებმა გაიჟღერა.

საქართველოს ნაკრების 23 წლის ვარსკვლავმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე 10 გოლის გატანა და 7 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. მან სერია A-ს ზედიზედ მეორე სეზონში სულ მცირე 10 ბურთის შეგდება შეძლო. მისი გუნდი ჩემპიონატის 2023/24 წლების სეზონში 36 ტურის შემდეგ დაგროვებული 51 ქულით მეცხრე პოზიციას იკავებს. ევროპის კონფერენს ლიგაზე მოსახვედრად "ნაპოლის" მერვე პოზიციაზე გასვლა სჭირდება, რომელზეც "ფიორენტინა" 53 ქულით იმყოფება და მათ ერთი მატჩით ნაკლები აქვთ. "იებთან" შეხვედრას "ნაპოლი" 17 მაისს გამართავს და ეს სეზონის ერთ-ერთი გადამწყვეტი თამაში იქნება, რომელიც საქართველოს დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები