corrieredellosport: "კვარაცხელიას აგენტი ნეაპოლშია: გადამწყვეტი შეხვედრა დაგეგმილია"
3 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
პოპულარული იტალიური მედია საშუალება corrieredellosport-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიასა და "ნაპოლის" შორის კონტრაქტის გახანგრძლივება უახლოეს პერიოდში შედგება.
"ზაფხულში, ევროპის ჩემპიონატის დროს, გერმანიაში შეხვედრის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას მენეჯერი, მამუკა ჯუღელი უკვე ნეაპოლში ჩავიდა და აურელიო დე ლაურენტისს იქ შეხვდება.
სავარაუდოდ, "ნაპოლის" პრეზიდენტი თავისი გუნდის ამ სეზონში საწყის საშინაო მატჩს დაესწრება და შედგება შეხვედრა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის შესაძლებელია გადამწყვეტიც გამოვიდეს", - წერს corrieredellosport.
23 წლის ქართველი ვარსკვლავი და მისი გუნდი 2024/25 წლების სეზონში სადებიუტო ქულების მოპოვებას 25 აგვისტოს, შინ, "ბოლონიასთან" მატჩში შეეცდებიან.