Belive

Corriere dello Sport: "კვარაცხელიას და ნაპოლის შორის კონტრაქტის გახანგრძლივება ჭიანურდება"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიური მედია, კონკრეტულად კი, პოპულარული მედია საშუალება Corriere dello Sport საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ "ნაპოლისთან" კონტრაქტის პოტენციურ გახანგრძლივებაზე საუბრობს.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, აქტიურად განიხილებოდა ვერსია, რომ ქართველი ფეხბურთელი და იტალიური გუნდი კონტრაქტს მალე გაახანგრძლივებდნენ, რომ ყველაფერი შეთანხმებული იყო და სექტემბრის დასაწყისში საკითხი გადაწყდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, საქმე გაიწელა.

კონკრეტულად, Corriere dello Sport-ის ვერსიით, "ნაპოლი" 23 წლის ქართველ შემტევს ისეთ ყოველწლიურ ანაზღაურებას სთავაზობს, როგორიც რომელუ ლუკაკუს აქვს (ბონუსების გათვალისწინებით 6 მილიონ ევრომდე), ქართველი ფეხბურთელის მხარე კი 8 მილიონ ევრომდე ითხოვს. მხარეებს ამ საკითხზე შეთანხმება სჭირდებათ, რათა კონტრაქტი გახანგრძლივდეს.

ხვიჩა კვარაცხელიამ 2024/25 წლების სეზონი შესანიშნავად დაიწყო, სერია A-ში მან 2 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, ხოლო მისმა გუნდმა 5 ტურში 10 ქულის დაგროვება შეძლო და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები