Belive

Corriere dello Sport: "დე ლაურენტისს და ალ ხელაიფის ერთი საერთო აქვთ - კვარაცხელიას ყოლის სურვილი"

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პოპულარულმა იტალიურმა მედია საშუალება Corriere dello Sport-მა ხვიჩა კვარაცხელიას "პსჟ-ში" პოტენციური ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. აღნიშნული წყაროს ცნობით, გუნდების ხელმძღვანელებს საპირისპირო მოსაზრებები აქვთ და მათი ერთადერთი საერთო ასპექტი ამ საკითხში, კვარაცხელიას თავის გუნდში ყოლის სურვილია.

"მომავლის ფილმის სამეული ასეთია: "ნაპოლი" თავისი სურვილებით, კვარა რომელიც ფიქრობს და "პსჟ", თავისი მომხიბვლელობით. ყველაფერი ჯერ გასარკვევია, თუმცა ახალი სპორტული დირექტორი, ჯოვანი მანა და პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ამ საკითხზე უკვე მუშაობენ.

აურელიო დე ლაურენტისი და ნასერ ალ ხელაიფი ამ დროისთვის მხოლოდ ერთ საკითხზე თანხმდებიან: ორივეს უნდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ თავის გუნდში ითამაშოს.

"ნაპოლიში" სჯერათ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ახალი გუნდის მთავარი ვარსკვლავი, ლიდერი და საიმიჯო ფიგურა უნდა გახდეს. რაც შეეხება "პარი სენ-ჟერმენს", მათ უნდათ, რომ მადრიდის "რეალში" წასვლის მსურველი მბაპეს შემცვლელად, სწორედ ქართველი ფეხბურთელი იხილონ", - წერს Corriere dello Sport.

2023/24 წლების სეზონში, საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავმა, იტალიის სერია A-ში 11 გოლი გაიტანა, 6 საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტის მოპოვება მოახერხა.

სხვა სტატიები